პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბარო: საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბიში უკრაინის საკითხე მოლაპარაკებებში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროპული მხარე და საფრანგეთი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

ბარო: საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბიში უკრაინის საკითხე მოლაპარაკებებში
რადიო თავისუფლება

ევროპული მხარე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებში აბუ-დაბიში. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

„ევროპელები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და საფრანგეთიც იქნება აბუ-დაბიში, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვებში. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს, მაგრამ ის [საფრანგეთი] იქ ნამდვილად იქნება“, განაცხადა მან ტელეარხ RTL-ის ეთერში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარი განხილვა, „რომელიც კონტინენტის მომავალს ეხება“, არ შეიძლება ჩატარდეს ევროპის ქვეყნების მოლოდინებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება 10 და 11 ნოემბერს. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ისინი იქნება არა სამმხრივი, არამედ უკრაინა-რუსეთისა, აშშ კი მათში შუამავლის სტატუსით გამოვა. მისი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემები იქნება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დეესკალაცია, ჰუმანიტარული საკითხები და შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისაკენ.

მოლაპარაკებებში რუსეთის მთავარ წარმომადგენლად რჩება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპელები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და საფრანგეთიც იქნება აბუ-დაბიში, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვებში. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს, მაგრამ ის [საფრანგეთი] იქ ნამდვილად იქნება“
„რომელიც კონტინენტის მომავალს ეხება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები