შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ თავის დროზე, 2022 წელს არ ავყევით ესკალაციას, თორემ დღეს ჩვენ ნაომარი, დანგრეული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის მიერ სასანქციო სიიდან რუსი ბიზნესმენების ამოღების საკითხი შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ღირებულებები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ის სხვებისთვისაა სასარგებლო. მისი თქმით, საქართველომ 2022 წელს ესკალაციას არ აჰყვა და ამით ქვეყანა ნაომარ და დანგრეულ ვითარებას გადაარჩინა.

„მე მგონი, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრა საერთაშორისო პოლიტიკის არსი. ღირებულებები, რომლებზეც საუბრობენ, მაშინ არის ღირებულებები, როცა მათთვის არის სასარგებლო“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის მიერ სასანქციო სიიდან რუსი ბიზნესმენების – ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ამოღების შესახებ.
„როდესაც ეს მათთვის სასარგებლო არ არის, მაშინ ეს ღირებულებები იფარება ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესის ტერმინებით.
ჩვენ თავის დროზე, 2022 წელს არ ავყევით ესკალაციას, თორემ დღეს ჩვენ ნაომარი, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით და ამ გადმოსახედიდან შევხედავდით, ნელ-ნელა როგორ ჩაეხუტებიან ისევ რუსეთს, როგორც 2008 წლის შემდეგ ჩაეხუტნენ.
გადატვირთვაც ჰქონდათ – გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს, ეკონომიკური პროექტები დაიწყეს, „ნორდ სტრიმის“ შენება დაიწყო გერმანიამ, ჩართეს ყველაფერში ისე, თითქოს, ჩვენი ომი არ ყოფილიყო მაშინ.
ამიტომ საქართველომ 2008 წელს ჭკუა ისწავლა ამ ყველაფრისგან. საუკუნეებია, ჩვენ ისიც ვიცით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები და ჩვენი ინტერესებით სხვა არ იქცევა. ყველა იქცევა თავისი ინტერესებით. აქედან გამომდინარე, აი, ეს იქნებოდა ჩვენი შედეგი – დანგრეული ქვეყანა შევხედავდით, როგორ წავა დათბობის პოლიტიკა რუსეთთან თუ გამონაკლისების გამართლება უსაფრთხოების მიზნებით. ასე რომ, მომავალშიც ასე უნდა შევხედოთ – ჩვენი ინტერესით არცერთი ქვეყანა არ მოქმედებს. ერთადერთი არის საქართველოს ხელისუფლება, ვინც მოქმედებს საქართველოს ინტერესით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მე მგონი, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრა საერთაშორისო პოლიტიკის არსი. ღირებულებები, რომლებზეც საუბრობენ, მაშინ არის ღირებულებები, როცა მათთვის არის სასარგებლო“
„როდესაც ეს მათთვის სასარგებლო არ არის, მაშინ ეს ღირებულებები იფარება ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესის ტერმინებით. ჩვენ თავის დროზე, 2022 წელს არ ავყევით ესკალაციას, თორემ დღეს ჩვენ ნაომარი, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით და ამ გადმოსახედიდან შევხედავდით, ნელ-ნელა როგორ ჩაეხუტებიან ისევ რუსეთს, როგორც 2008 წლის შემდეგ ჩაეხუტნენ. გადატვირთვაც ჰქონდათ – გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს, ეკონომიკური პროექტები დაიწყეს, „ნორდ სტრიმის“ შენება დაიწყო გერმანიამ, ჩართეს ყველაფერში ისე, თითქოს, ჩვენი ომი არ ყოფილიყო მაშინ. ამიტომ საქართველომ 2008 წელს ჭკუა ისწავლა ამ ყველაფრისგან. საუკუნეებია, ჩვენ ისიც ვიცით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები და ჩვენი ინტერესებით სხვა არ იქცევა. ყველა იქცევა თავისი ინტერესებით. აქედან გამომდინარე, აი, ეს იქნებოდა ჩვენი შედეგი – დანგრეული ქვეყანა შევხედავდით, როგორ წავა დათბობის პოლიტიკა რუსეთთან თუ გამონაკლისების გამართლება უსაფრთხოების მიზნებით. ასე რომ, მომავალშიც ასე უნდა შევხედოთ – ჩვენი ინტერესით არცერთი ქვეყანა არ მოქმედებს. ერთადერთი არის საქართველოს ხელისუფლება, ვინც მოქმედებს საქართველოს ინტერესით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.