ვატო სურგულაძე „ქართულ ოცნებას“ - ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები. ერთად წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, მოდი, გვაჩვენე, რომ არ ხარ დამნაშავე, კალაძეს კი დიახაც, ბოდიში აქვს მოსახდელი, ნორმალურ ქვეყანაში მერი გადადგებოდა
ვატო სურგულაძე ხელისუფლებას მიუსაფარი ძაღლების დახოცვაში ადანაშაულებს და ერთობლივი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, ცხოველთა სამარხებზე გაკეთებული განცხადების გამო კახა კალაძეს ბოდიში აქვს მოსახდელი.

გვაქვს ეჭვი, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები. ერთად წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, თუ საჭიროა, ეს ანალიზები უცხოეთში გავაგზავნოთ - უამრავი ადამიანი აღშფოთებულია და მოდი რა, გვაჩვენე, რომ არ ხარ დამნაშავე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ვატო სურგულაძის თქმით, ქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უფასო სტერილიზაცია-კასტრაციის პოლიტიკით უნდა გადაწყდეს.
“სისტემა უნდა შეიქმნას და სტრატეგია უნდა შეიქმნას. შეიძლება, არ მაქვს თანხა და ვერ ვაკეთებ, ეს პრობლემაა. გავაკეთოთ ყველასთვის [უფასო კასტრაცია-სტერილიზაცია], მდიდარია თუ ღარიბი, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ. თანხა ამაში უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ მივაღწიოთ სტაბილიზაციას და პოპულაციის შემცირებას.
მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა უნდა იქნას გამოყენებული. გვაქვს ეჭვი, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები. ერთად წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, თუ საჭიროა, ეს ანალიზები უცხოეთში გავაგზავნოთ. ეს ერთი ან ორი კაცის ინტერესი კი არაა? ორი კაციც რომ იყოს, სახელმწიფოს ვალდებულია, დააკმაყოფილოს [ინტერესი], თუ რაღაც კითხვები აქვთ. უამრავი ადამიანი აღშფოთებულია და მოდი რა, გვაჩვენე, რომ არ ხარ დანაშავე“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერის მიერ, ცხოველთა სამარხების შესახებ და ამაზე საზოგადოების რეაქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
კერძოდ საუბარია, კახა კალაძის განცხადებაზე: „ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
სურგულაძის თქმით, აღნიშნული განცხადების გამო კახა კალაძეს ბოდიში აქვს მოსახდელი.
„რომ გამოხტება პრემიერ-მინისტრი და ამბობს: ეს არ უგულისხმიაო, შენ რა იცი, იმან რა იგულისხმა? დიახაც, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ სიტყვაზე, რაც თქვა. ნორმალურ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მერი იქნებოდა თუ პრემიერი, ყველა დატოვებდა თავის თანამდებობას და გადადგებოდა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ყველა ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მოუწევს პასუხისგება - როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში? 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
„რომ გამოხტება პრემიერ-მინისტრი და ამბობს: ეს არ უგულისხმიაო, შენ რა იცი, იმან რა იგულისხმა? დიახაც, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ სიტყვაზე, რაც თქვა. ნორმალურ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მერი იქნებოდა თუ პრემიერი, ყველა დატოვებდა თავის თანამდებობას და გადადგებოდა“
„სისტემა უნდა შეიქმნას და სტრატეგია უნდა შეიქმნას. შეიძლება, არ მაქვს თანხა და ვერ ვაკეთებ, ეს პრობლემაა. გავაკეთოთ ყველასთვის [უფასო კასტრაცია-სტერილიზაცია], მდიდარია თუ ღარიბი, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ. თანხა ამაში უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ მივაღწიოთ სტაბილიზაციას და პოპულაციის შემცირებას. მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა უნდა იქნას გამოყენებული. გვაქვს ეჭვი, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები. ერთად წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, თუ საჭიროა, ეს ანალიზები უცხოეთში გავაგზავნოთ. ეს ერთი ან ორი კაცის ინტერესი კი არაა? ორი კაციც რომ იყოს, სახელმწიფოს ვალდებულია, დააკმაყოფილოს [ინტერესი], თუ რაღაც კითხვები აქვთ. უამრავი ადამიანი აღშფოთებულია და მოდი რა, გვაჩვენე, რომ არ ხარ დანაშავე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…