ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთ - საქართველოს ურთიერთობაზე: მე ვხედავ დიდ პოტენციალს მომავალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაში ჩვენს მთავრობებსა და ქვეყნებს შორის
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების პოლიტიკა თანხვედრაშია და ქვეყნებს შორის დიდ პოტენციალს ხედავს „შუა დერეფნისა“ და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივების წინ წასაწევად.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
„საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა აქტივია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის მიერაც. და აქ საუბარია ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საუბარია ტვირთების ტრანზიტის ხელშეწყობაზე. საუბარია ინტეგრაციაზე, უზარმაზარი რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას. და ვფიქრობ, აქ კვლავ ორი მთავრობის პოლიტიკა ძალიან თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამიტომ, მე ვხედავ დიდ პოტენციალს მომავალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაში ჩვენს მთავრობებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის წინ წასაწევად, „შუა დერეფნის“ წინ წასაწევად, სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად, ამ რეგიონების ასაყვავებლად და იმ ადამიანების ცხოვრების ბევრად გასაადვილებლად და გასამდიდრებლად, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა აქტივია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის მიერაც. და აქ საუბარია ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საუბარია ტვირთების ტრანზიტის ხელშეწყობაზე. საუბარია ინტეგრაციაზე, უზარმაზარი რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას. და ვფიქრობ, აქ კვლავ ორი მთავრობის პოლიტიკა ძალიან თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამიტომ, მე ვხედავ დიდ პოტენციალს მომავალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაში ჩვენს მთავრობებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის წინ წასაწევად, „შუა დერეფნის“ წინ წასაწევად, სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად, ამ რეგიონების ასაყვავებლად და იმ ადამიანების ცხოვრების ბევრად გასაადვილებლად და გასამდიდრებლად, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…