ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, APEC-ის სამიტზე მსოფლიოს ყურადღება იქნება მიპყრობილი, ხოლო დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს.

ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა შეხვედრაზე საუბრისას, რომელსაც წელს ჩინეთი შენჟენში მასპინძლობს.
„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, იმედია, შეიძლება იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად უკრაინაში ომის დასასრულებლად. საერთაშორისო საზოგადოების იმედები დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზეა დამყარებული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ამ ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთი შეხვედრით ადვილი არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ მსოფლიოს ყველა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, იმედია, შეიძლება იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად უკრაინაში ომის დასასრულებლად. საერთაშორისო საზოგადოების იმედები დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზეა დამყარებული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ამ ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთი შეხვედრით ადვილი არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ მსოფლიოს ყველა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…