ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის სამიტზე: მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული - შესაძლოა, ეს იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, APEC-ის სამიტზე ლიდერთა შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. მან ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა ჩინეთის დიპლომატიურ როლს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მომავალი სამიტი და გლობალური მოლოდინები - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, შენჟენში დაგეგმილი ლიდერთა შეხვედრა, რომელშიც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობა იგეგმება, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს.
ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში საუბრისას სამხარაძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის დიპლომატიურ როლს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.
"ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება სამიტზე იქნება ფოკუსირებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტი, არამედ იმ ფაქტის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, იქ იქნება რუსეთის პრეზიდენტი. ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, შესაძლოა ეხებოდეს უკრაინაში ომის დასრულების კიდევ ერთ ნაბიჯს.
საერთაშორისო საზოგადოების იმედებიც ძირითადად ამ შეხვედრისკენ არის მიმართული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ასეთი ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ადვილი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
ცხადია, ვიმედოვნებთ, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება დიპლომატიური რეზოლუციის მომხრე არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ ყველა სხვებისაც" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები
ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: „ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნებიან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები“
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება სამიტზე იქნება ფოკუსირებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტი, არამედ იმ ფაქტის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, იქ იქნება რუსეთის პრეზიდენტი. ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, შესაძლოა ეხებოდეს უკრაინაში ომის დასრულების კიდევ ერთ ნაბიჯს. საერთაშორისო საზოგადოების იმედებიც ძირითადად ამ შეხვედრისკენ არის მიმართული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ასეთი ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ადვილი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ცხადია, ვიმედოვნებთ, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება დიპლომატიური რეზოლუციის მომხრე არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ ყველა სხვებისაც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…