ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე - ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი - არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მისი ყველა ბრძანება ეფექტური და სწორია და არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული. ამით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებასთან დაკავშირებით.

ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“.
ნათია თურნავას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება არასდროს ყოფილა „ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“.
„ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ. ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი... ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის სექტემბერში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ს მიერ დასანქცირების შემდეგ საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. საუბარია ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში.
ციტატები სტატიიდან
„ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“
„ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“
„ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ. ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი... ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…