ჭარბი ფულის ბეჭდვა და ფარცხალაძესთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესი - რა კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა პარლამენტში ნათია თურნავას
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას ფულის ჭარბ ბეჭდვასა და ოთარ ფარცხალაძის გამო მიღებულ საგამონაკლისო წესზე მოუწია პასუხის გაცემა. თურნავამ განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების წესის დაკავშირება ერთ კონკრეტულ პირთან სიცრუეა.

რამდენი მილიარდი დაბეჭდა ეროვნულმა ბანკმა და რა თანხა გაუშვა დამატებით მიმოქცევაში? ჭარბი ფული რომელიც დაბეჭდეს და დაარიგეს, აძვირებს თუ არა ფასებს? - ამ კითხვების პირსპირ იდგა დღეს ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტში. მას არ უარყვია, რომ მილიარდები დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა.
კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გახარიას გუნდის წევრმა, ვიკა ფილფანმა დაუსვა:
ვიკა ფილფანი: 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა დაბეჭდა 8 მილიონი ლარი, რომ შევადაროთ ბოლო 30 წლის მონაცემებს, ბოლო 30 წელში დაბეჭდილია 30 მილიონი ლარი. რომ დაგვისაბუთოდ, რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ 8 მილიონის დაბეჭდვა სრულიად უკონტექსტოდ და დაუსაბუთებლად იწვევს ინფლაციას და ფასების გაზრდას...
ნათია თურნავა: ჩვენ ხან მივაწვდით ლიკვიდობას, ხან პირიქით, როგორც ახლა ვაკეთებთ, პირიქით ამოვიღებთ, გამომდინარე იქიდან, თუ რას საჭიროებს ჩვენი ეკონომიკა, როგორი არის მოთხოვნა და როგორი არის ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ამოცანები. ჩვენ რომ არ ვბეჭდავდეთ, დაბეჭდვა ცოტა მოძველებული ტერმინია, ანუ რომ არ ვაწვდიდეთ ლარს ეკონომიკას, შეიქმნება პრობლემა, შეიქმნება დეფიციტი, ვერ განვითარდება ეკონომიკა, ვერ მოხდება მზარდი ვაჭრობის მომსახურება და ინვესტიციების მომსახურება.
ნათია თურნავამ ასევე უპასუხა კითხვას აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში მიღებულ საგამონაკლისო წესზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიკა ფილფანის კითხვის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ სამი წლის წინ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული საგამონაკლისო წესი ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან არ იყო კავშირში და მის მთავარ ამოცანას საფინანსო სისტემის საერთაშორისო შეზღუდვებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ვიკა ფილფანი: 2023 წელს თქვენ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში შეიტანეთ ცვლილება კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, ეს ერთი ადამიანი არის ძებნილი ოთარ ფარცხალაძე. ეს წესი ისევ ძალაშია. მაინტერესებს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნანობთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას ან გრძნობთ თუ არა ქვეყნსი წიანშე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დაეხმარა დამნაშავე, ძებნილ ფარცხალაძე?
ნათია თურნავა:გავიდა სამი წელი, ეს წესი მუშაობს ძალიან პოზიტიურად, ეფექტურად. მისი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი საფინანსო სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო შეზღუდვებთან, რეგულაციებთან და სასანქციო მოთხოვნებთან. ასე რომ მისი დაკავშირება ერთ რომელიმე პიროვნებასთან, მესმის თქვენ, როგორც ოპოზიციონერს თქვენ გგონიათ რომ რაღაც ქულებს გმატებთ, მაგრამ არის სიცრუე და ამაზე მეტყველებს ფაქტები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…