საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალების მცდელობა აღკვეთა - შოიგუ
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. მან ასევე მხარი დაუჭირა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და „3+3“ ფორმატის გააქტიურებას.

შოიგუმ ამის შესახებ 9 ნოემბერს, მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.
საქართველოს ოპოზიციის და დასავლეთის კრიტიკითა, ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე მითითებით განცხადებებს ხშირად აკეთებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამავე შეხვედრაზე შოიგუმ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა.
„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა შოიგუმ.
მან ასევე მხარი დაუჭირა „3+3“ ფორმატის გააქტიურებას, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან.
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3“-ის მუშაობის განახლება“, - დასძინა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
რუსეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, ამ პლატფორმის სახელით გამართულ საექსპერტო შეხვედრებს ქართველი ექსპერტები უკვე ორჯერ დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასერგეი შოიგუ - საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო - მივესალმებით საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის განახლებაც
,,ქართულმა ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო“ – შოიგუ
ციტატები სტატიიდან
„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3“-ის მუშაობის განახლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…