პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს

საქართველოს მთავრობაგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის ფარგლებში პირველკლასელებმა უკვე 18 000-მდე ნერგი დარგეს, მათ შორის 1 000-მდე ნერგი ქარელში, ხარაგაულსა და ჭიათურაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 9 ნოემბრამდე დაგეგმილ პროექტში 41 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს
„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგესიმედინიუსი

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებები ქარელში, ხარაგაულსა და ჭიათურაში გაიმართა. ჯამში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს რეგიონებში 18 000-მდე ნერგი დაირგო. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.

https://cheminergi.eiec.gov.ge/ka - ელექტრონულ პლატფორმაზე თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა აქვს, რომ თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს რგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა: ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.

თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობო„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 500-ზე მეტი ნერგი დარგეს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ჩემი პირველი ნერგის" პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩემი პირველი ნერგი" - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, ჯამში, 116 ნერგი დაირგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები