პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, ქვეყანაში "არც ომი, არც მშვიდობა" - მდგომარეობა დასრულდეს

ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა გასცა ბრძანება, რომ ქვეყანაში „არც ომი და არც მშვიდობა“ მდგომარეობა დასრულდეს. პეზეშქიანი აღნიშნავს, რომ ირანს შეუძლია საკითხის მოგვარება ღირსეული მოლაპარაკებების გზით.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, ქვეყანაში "არც ომი, არც მშვიდობა" - მდგომარეობა დასრულდეს
რუსთავი 2

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ოფიციალურ პირებს დაავალა, დაასრულონ ირანში არსებული „არც ომი და არც მშვიდობა“ - მდგომარეობა. მისი თქმით, ირანს შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს ღირსეულად წარმოებული მოლაპარაკებების გზით.

„უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა დასრულდეს "არც ომია და არც მშვიდობა" - მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია, ღირსეულ პირობებში ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ამ საკითხის ღირსეულად მოგვარება“, - განაცხადა პეზეშქიანმა.

მისი თქმით, ირანმა საკუთარი ხედვა უნდა შეცვალოს და განვითარებაზე იფიქროს.

„დღეს მე აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდეს ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს", - აღნიშნა პეზეშკიანმა.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ღირსებისა და რწმენის დასაცავად ყველაფერი გაიღეს, დაფასებას იმსახურებენ.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“, - თქვა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა დასრულდეს "არც ომია და არც მშვიდობა" - მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია, ღირსეულ პირობებში ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ამ საკითხის ღირსეულად მოგვარება“
„დღეს მე აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდეს ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს“
პეზეშკიანი
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“
„დღეს მე აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდეს ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს", - აღნიშნა პეზეშკიანმა. ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ღირსებისა და რწმენის დასაცავად ყველაფერი გაიღეს, დაფასებას იმსახურებენ. "ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“
მოჯთაბა ხამენეი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ადმინისტრაციის დამხობას არ აპირებს - ირანის პრეზიდენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები