მასუდ პეზეშკიანი - გვსურს, ამერიკელები ურთიერთგაგების მემორანდუმს შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზადაა შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-თან ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე და სურს, ამერიკელები დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს. თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მისი მთავრობა მზადაა, აშშ-თან ომის დასასრულების შესახებ შეთანხმებას ნოემბერში, აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს.
„არ გვსურს ეს შუალედურ არჩევნებამდე მივიდეს. გვსურს, ამერიკელები შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს“, - აღნიშნა მასუდ პეზეშკიანმა მედიასაშუალებებთან გამართულ ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
საუბარია აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც დროებითი ზავის გეგმას ითვალისწინებდა. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ივნისში გაფორმდა, საბოლოოდ ჩაიშალა.
ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ NBC News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ირანის რეჟიმმა ათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, დახოცა ამერიკელები საზღვარგარეთ, განახორციელა ტერორისტული აქტები ჰორმუზის სრუტეში და განურჩეველი თავდასხმები მოაწყო რეგიონში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტი მამაცურად უზრუნველყოფს, რომ ასეთ ბოროტ ქვეყანას არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რაც მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის“,- აღნიშნა კელიმ.
ციტატები სტატიიდან
„არ გვსურს ეს შუალედურ არჩევნებამდე მივიდეს. გვსურს, ამერიკელები შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს“
„ირანის რეჟიმმა ათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, დახოცა ამერიკელები საზღვარგარეთ, განახორციელა ტერორისტული აქტები ჰორმუზის სრუტეში და განურჩეველი თავდასხმები მოაწყო რეგიონში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტი მამაცურად უზრუნველყოფს, რომ ასეთ ბოროტ ქვეყანას არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რაც მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…