უკრაინამ განაცხადა, რომ პეტერბურგის მახლობლად დაარტყა „მოროზოვის" სამხედრო ქარხანას
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ ლენინგრადის ოლქში „მოროზოვის სახელობის ქარხანას“ დაარტყეს, სადაც სამი საამქრო დაზიანდა.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, „მოროზოვის სახელობის ქარხანა“ მყარ საწვავს აწარმოებს „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების ძრავებისთვის.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაზიანებულია ქარხნის სამი საამქრო, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
გენშტაბის განცხადებით, უკრაინა მოქმედებს გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების ფარგლებში და სისტემურად უთხრის ძირს რუსეთის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეწყვეტა აიძულოს.
„მოროზოვის სახელობის ქარხანა“ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის" შემადგენლობაშია და ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავს აწარმოებს.
ქარხანა მდებარეობს ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში.
9 ნოემბერს ვსევოლოჟსკის რაიონზე უკრაინული დრონებით შეტევა დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ, თუმცა კონკრეტულად „მოროზოვის სახელობის ქარხნის" შესახებ არაფერი უთქვამს.
ამასთან, დროზდენკომ დაადასტურა უკრაინის შეტევა ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე”(კინეფი).
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…