დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით, ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება, რასაც საფრანგეთის საგარეო უწყების პოზიცია ეწინააღმდეგება.

აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის შუამავლობით რუსეთი და უკრაინა მიიღებენ.
„აბუ-დაბიში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით. რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას, მოგეხსენებათ, ამერიკელებს ევროპელებთან, ხოლო უკრაინელებს ევროპელებთან კომუნიკაციის საკუთარი არხები აქვთ. როგორც ჩანს, ისინი უკვე აყალიბებენ კოორდინაციის საკუთარ მექანიზმს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია სამმხრივ მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა პესკოვმა.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ პარიზს ვერავინ აუკრძალავს მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილის გამოხატვას.
„არავის შეუძლია აუკრძალოს სურვილის გამოხატვა, მაგრამ ასეთი სურვილის გამოხატვამდე ამ საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით, რამდენადაც მე ვიცი, ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობაზე შეთანხმება არ მიღწეულა“, - განაცხადა კარასინმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გუშინ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მისი ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი. ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ევროპელები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ ამ მოლაპარაკებებზე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებიც განიხილა, რომელშიც, მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ციტატები სტატიიდან
„აბუ-დაბიში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით. რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას, მოგეხსენებათ, ამერიკელებს ევროპელებთან, ხოლო უკრაინელებს ევროპელებთან კომუნიკაციის საკუთარი არხები აქვთ. როგორც ჩანს, ისინი უკვე აყალიბებენ კოორდინაციის საკუთარ მექანიზმს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია სამმხრივ მოლაპარაკებებზე“
„არავის შეუძლია აუკრძალოს სურვილის გამოხატვა, მაგრამ ასეთი სურვილის გამოხატვამდე ამ საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით, რამდენადაც მე ვიცი, ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობაზე შეთანხმება არ მიღწეულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…