აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი" ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში სოლოკონცერტით წარსდგა
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ ლაიფციგის წმინდა თომას ისტორიულ ეკლესიაში 1500 მაყურებლის წინაშე სოლოკონცერტით წარდგა.

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი", გერმანიაში საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში სოლოკონცერტით წარსდგა. ქართული ხმა ბახის სამყაროში 1500 მაყურებლის წინაშე პირველად აჟღერდა.
ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის, უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას.
თომასკირხეს ისტორიულ ტაძარში, სადაც ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი 27 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, ანსამბლმა "ბათუმმა" ქართული უნიკალური პოლიფონია უმაღლეს დონეზე წარმოადგინა. ქართულმა საგალობლებმა გერმანელი მსმენელი აღაფრთოვანა.
ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართა ბერლინის, დრეზდენის, ლაიფციგისა და მაგდებურგის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ლოკაციებზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…