პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ხმა ბახის სამყაროში - ანსამბლ „ბათუმის“ ტრიუმფალური სოლო კონცერტი ლაიფციგში, ისტორიულ თომასკირხეში

აჭარის მთავრობა

ანსამბლი „ბათუმი“ გერმანიაში საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში 1500 მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარდგა.

ქართული ხმა ბახის სამყაროში - ანსამბლ „ბათუმის“ ტრიუმფალური სოლო კონცერტი ლაიფციგში, ისტორიულ თომასკირხეში
იმედინიუსი

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, გერმანიაში საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში სოლო კონცერტით წარსდგა.

ქართული ხმა ბახის სამყაროში 1500 მაყურებლის წინაშე პირველად აჟღერდა.

ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე გერმანიაში აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის, უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურული კავშირების გაღრმავებას.თომასკირხესისტორიულ ტაძარში, სადაც ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი - იოჰან სებასტიან ბახი 27 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, ანსამბლმა „ბათუმმა“ ქართული უნიკალური პოლიფონია უმაღლეს დონეზე წარმოადგინა. ქართულმა საგალობლებმა გერმანელი მსმენელი აღაფრთოვანა.

ლაიფციგში გამართულ ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიისფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზია, საელჩოს მრჩეველი - დუდანა მაზმანიშვილი და გერმანიაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართა ბერლინის, დრეზდენის, ლაიფციგისა და მაგდებურგის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ლოკაციებზე. ღონისძიებები აჭარის კულტურის სამინისტროს, გერმანული კომპანია „KulturLeben Berlin“-ისა და ,,Kolchi Events”-ის თანამშრომლობით იმართება.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები