შემუშავდეს ადვოკატის ჩანაწერების ციხეში შეტანა/გატანის პროცედურა – ომბუდსმენის რეკომენდაცია
სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ სამსახურს, შეიმუშაონ ადვოკატების პროფესიული ჩანაწერების ციხეში შეტანისა და გამოტანის მკაფიო წესი, რათა გამოირიცხოს კონფიდენციალური მასალების შინაარსის არასათანადო გაცნობის რისკები.

ადვოკატების სამუშაო ჩანაწერები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს – ასეთია სახალხო დამცველს რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურისადმი.
ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ადვოკატებს ციხიდან ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.
განცხადება სახალხო დამცველმა დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, შეიმუშაოს, ან დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული ჩანაწერების ციხეში შეტანისა და გამოტანის პროცედურები.
სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ უწყებას ამ პრობლემის შესახებ არაერთმა ადვოკატმა მიმართა.
„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.
7 ოქტომბერს, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, ციხეში გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გამოტანის უფლება არ მისცეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტს, ჯუბა ქათამაძეს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
საიამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც პენიტენციური სამსახურის ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში. ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.
საიას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური, რომელმაც მომხდარის გასამართლებლად კანონმდებლობა მიშელია. უწყების განცადებაში ეწერა, რომ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, გაეცნონ „კორესპონდენციის შინაარსს“.
„შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“, – ეწერა პენიტენციურის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად. სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა. ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“
„შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…