ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან შეთანხმდნენ სპეციალური საგანგებო მექანიზმის ამოქმედებაზე, რაც უკრაინისთვის პრიორიტეტული დაფინანსების სწრაფად მიწოდებას უზრუნველყოფს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინაში არსებული ვითარება გააცნო და შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი აამოქმედებს სპეციალურ საგანგებო მექანიზმს.
"ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინას სწრაფად მივაწოდოთ დაფინანსება იმ საჭიროებებისთვის, რომლებიც ამჟამად ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენი გუნდები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ", - ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინის ბევრი ქალაქი და თემი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდების კუთხით უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია რუსეთის დარტყმების გამო. ყველაზე მძიმე ვითარებაა კიევში, დნიპროს, სუმისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ხერსონში.
ზელენსკის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად განიხილა დამატებითი ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები, რათა ზამთრისთვის მოემზადოს უკრაინა, ასევე - ევროპული ინტეგრაციის საკითხები.
"გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც დადებითად შეფასდა უკრაინის პროგრესი. მნიშვნელოვანია, გაიხსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი და დაიწყოს შესაბამისი თავების დახურვა.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დიპლომატიაზეც. ბოლო დღეებში ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენმა გუნდებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს აღდგენის გეგმისა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე.
ურსულასთან ასევე შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგები მოიტანოს.
მადლობა, ურსულა!", - წერს ზელენსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინას სწრაფად მივაწოდოთ დაფინანსება იმ საჭიროებებისთვის, რომლებიც ამჟამად ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენი გუნდები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ“
„გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც დადებითად შეფასდა უკრაინის პროგრესი. მნიშვნელოვანია, გაიხსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი და დაიწყოს შესაბამისი თავების დახურვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დიპლომატიაზეც. ბოლო დღეებში ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენმა გუნდებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს აღდგენის გეგმისა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე. ურსულასთან ასევე შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგები მოიტანოს. მადლობა, ურსულა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…