გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას? - ნათია თურნავას პასუხი
სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების კრიპტოვალუტით შევსებას ჯერჯერობით არ გეგმავს და ორიენტირებულია CBDC-ის პილოტირებაზე.

გეგმავს თუ არა სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას - ამ კითხვის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა სებ-ის პრეზიდენტს მიმართა.
"ხომ არ გვიფიქრია [საერთაშორისო რეზერვების] კრიპტოვალუტით შევსება, როგორიც არის მაგალითად Bitcoin, Ethereum და Solana?" - იკითხა გიორგი ბარვენაშვილმა.
ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ მარეგულირებელი რეზერვების კრიპტოვალუტაში გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.
„კრიპტოვალუტაში რეზერვების შევსება ძალიან ნოვატორული რამ არის. არის ესეთი შემთხვევები, თუმცა მასობრივად და მასშტაბურად ამას ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, აი ესე ვიწრო სფეროში, CBDC-ის პილოტირებაზე ვართ ორიენტირებულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 46 ბიტკოინს, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 2,816,266 დოლარს შეადგენს. ის ასევე ფლობს 100 ეთერიუმს, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 170,795 დოლარს შეადგენს.
ციტატები სტატიიდან
„ხომ არ გვიფიქრია [საერთაშორისო რეზერვების] კრიპტოვალუტით შევსება, როგორიც არის მაგალითად Bitcoin, Ethereum და Solana?“
„კრიპტოვალუტაში რეზერვების შევსება ძალიან ნოვატორული რამ არის. არის ესეთი შემთხვევები, თუმცა მასობრივად და მასშტაბურად ამას ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, აი ესე ვიწრო სფეროში, CBDC-ის პილოტირებაზე ვართ ორიენტირებულები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…