პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არგენტინაში დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელსაც რომის პაპის მოკვლის მუქარა ედება ბრალად

არგენტინის ქალაქ პილარში 49 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც რომის პაპის მოკვლის მუქარა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს.

არგენტინაში დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელსაც რომის პაპის მოკვლის მუქარა ედება ბრალად
რუსთავი 2

არგენტინის ქალაქ პილარში 49 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც პაპ ლეონ XIV-ის მოკვლის მუქარა ედება ბრალად. მუქარა პაპის არგენტინაში ჩასვლამდე გავრცელდა.

გამოძიება ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. 24 საათზე ნაკლებ დროში, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, მისი ადგილსამყოფელი მოძებნეს და დააკავეს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი მშენებლობის სფეროში დასაქმებული მუშაა და პილარის მუნიციპალიტეტში, ვილია როსას დასახლებაში ცხოვრობს.

არგენტინის ფედერალური პოლიცია მამაკაცის დასაკავებლად ინტერნეტში ინფორმაციის ანალიზს, ფარულ მეთვალყურეობას და სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა, ასევე რეალურ დროში ადევნებდა თვალყურს ტელეფონს, საიდანაც, სავარაუდოდ, მუქარა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, რომის პაპი არგენტინაში დღეს ჩავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარგენტინაში რომის პაპის მკვლელობის მუქარაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფილტვის ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ რომის პაპი ლეონ XIV არგენტინას ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები