პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებით, დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე, ხოლო საკრედიტო პორტფელის ლარიზაცია 58.5%-მდე გაიზარდა, რაც ლარისადმი მზარდ ნდობას ასახავს.

ნათია თურნავა: დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა
იმედინიუსი

„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.

ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სებ-ი მომდევნო წლებში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდილ დონეზე შენარჩუნებას არ გამორიცხავს | დოკუმენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები