ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ეკონომიკური ვითარება და ფისკალური პარამეტრები განიხილა.

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პირველი შეხვედრა მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.
საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…