საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო და პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართა, სადაც მხარეებმა ეკონომიკური ვითარება და რეფორმების დღის წესრიგი მიმოიხილეს.

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, პირველი შეხვედრა მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.
"ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი", - წერია რელიზში.
სამინისტროს თანახმადვე, საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…