პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"

ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა მისი მონაწილეობა ჯერ უცნობია. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკრები უნგრეთთან მატჩისთვის „დინამო არენაზე“ ემზადება.

იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
სპორტალი

ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, რამაზ სვანაძისა და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.

ალექსანდრე იაშვილი:

"დინამო არენაზე" თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პირველი იარუსი სრულად არ ივსება. ვფიქრობთ, რომ ის ატმოსფერო, როცა ყველა სკამი შევსებული იქნება, ნაკრებს ძალიან დაეხმარება.

ვილი სანიოლთან ხელშეკრულების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ის ჩვენი წარმატების დიდი შემოქმედი იყო და ამისთვის მადლობა ეკუთვნის. ჩვენ ვისაუბრეთ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ყველა უკმაყოფილო ვიყავით და ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ. სიახლის დრო იყო.

კვარაცხელიას დიდი სურვილი აქვს, ჩამოვიდეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენად მისცემენ მგზავრობის უფლებას. კაპიტნის დასწრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!.. საგურამოში კარგი იყო, მაგრამ ახლა სადაც ვართ, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და იდეალურ მოედნის საფარზე ემზადებიან", - განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" 14 ნოემბერს შინ უნგრეთს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები