სოზარ სუბარი: „ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც, შესაძლოა, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
სოზარ სუბარის თქმით, ჩეხეთი ევროკავშირში სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს და ბრიუსელის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ამიტომ საქართველოსთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.
20 წელზე მეტია, ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც, შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე- სპიკერმა.
სოზარ სუბარმა ჩეხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.
„ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას
სოზარ სუბარი ჩეხეთში ვიზიტზე: საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე აქვს გაკეთებული
"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე - სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული
სოზარ სუბარი – ძალიან იმატებს აზიის როლი ვაჭრობაში, იგულისხმება არა მხოლოდ ჩინური ტვირთები, არამედ ცენტრალური აზია უზარმაზარი სიმდიდრეებით, ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელია
ციტატები სტატიიდან
„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. 20 წელზე მეტია, ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც, შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“
„ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…