პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას

ხალხის ძალასაქართველოს პარლამენტი

სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც სუვერენიტეტის შემცირებისკენაა მიმართული, ამიტომ საქართველოსთვის მათთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

სოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას
პირველი არხი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ არ იყოს მიმართული.

სუბარის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ჩეხეთში, მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენთვის ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩეხეთის ინტერესებისთვის არ იყოს საინტერესო და პირიქით, ჩეხეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს. საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სუბარის განმარტებით, ჩეხეთს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, რადგან ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, ვაჭრობაც საკმაოდ ინტენსიურია. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში ჩვენი ექსპორტი ძალიან მოიკოჭლებს, დაახლოებით 12-ჯერ მეტია ჩეხური იმპორტი საქართველოში, ვიდრე ჩვენი ექსპორტი. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩეხეთი ავტომობილებს აწარმოებს, ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი პუნქტია ევროკავშირში. ჩვენც ისეთი რაღაცები გვაქვს, რაც შესათავაზებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მრეწველობა-ვაჭრობისა და თავდაცვის მინისტრებთანაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩეხეთის ინტერესებისთვის არ იყოს საინტერესო და პირიქით, ჩეხეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს. საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“
სოზარ სუბარი
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, ვაჭრობაც საკმაოდ ინტენსიურია. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში ჩვენი ექსპორტი ძალიან მოიკოჭლებს, დაახლოებით 12-ჯერ მეტია ჩეხური იმპორტი საქართველოში, ვიდრე ჩვენი ექსპორტი. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩეხეთი ავტომობილებს აწარმოებს, ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი პუნქტია ევროკავშირში. ჩვენც ისეთი რაღაცები გვაქვს, რაც შესათავაზებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მრეწველობა-ვაჭრობისა და თავდაცვის მინისტრებთანაც“
სოზარ სუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით, პრაღაში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები