პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე - სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით პრაღაში გაემგზავრა. სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი საქართველოსთვის საინტერესოა, რადგან მისი მთავრობა ევროკავშირის წევრობის ფარგლებში სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს და ეწინააღმდეგება ბრიუსელის პოლიტიკას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დღეიდან იწყება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად პრაღაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, ჩეხეთი საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, მას მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.

"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ანუ ჩეხეთი არის ევროკავშირის წევრი უკვე 20 წელიწადზე მეტია, თუმცა ცდილობს, რომ სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. ერთი მხრივ, გამოცდილების გაზიარებას და მეორე მხრივ სწორედ იმ მთავრობასთან და იმ პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. პირველი არხისამთავრობოსოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას
  2. იმედინიუსისამთავრობოსოზარ სუბარი ჩეხეთში ვიზიტზე: საინტერესო ქვეყანაა იმიტომ, რომ ბოლო ერთი წელია, შარშან შემოდგომიდან ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე აქვს გაკეთებული
  3. იმედინიუსისამთავრობოსოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული
  4. POSTVსამთავრობოსოზარ სუბარი: „ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც, შესაძლოა, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  5. პირველი არხისამთავრობოსოზარ სუბარი – ძალიან იმატებს აზიის როლი ვაჭრობაში, იგულისხმება არა მხოლოდ ჩინური ტვირთები, არამედ ცენტრალური აზია უზარმაზარი სიმდიდრეებით, ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით, პრაღაში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები