პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუა

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ზურაბ რურუა ევროკავშირს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლება ოპოზიციის მსგავსი მარიონეტული მმართველობით სურდა.

ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუა
რუსთავი 2

ევროპაში მიმდინარე აქციებსა და მათზე ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ეხმიანება.

"ქართულ ოცნებაში" კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ საქართველოში აქციებზე გამოვლენილ ძალადობაზე ხელისუფლების რეაგირება ბრიუსელიდან მკაცრად იგმობა, ანალოგიური ქმედება ევროპაში ძალოვანების პრინციპულობად და კანონის დაცვად ფასდება.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა განმარტავს, რომ ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლების, მათ მიერ მართული წარმომადგენლებით ჩანაცვლება სურდათ.

"ევროკავშირის მხრიდან ძალადობა თითქოსდა ხელისუფლების შენარჩუნებით და მათთვის მყარად დგომის პრინციპად ფასდება, ხოლო ჩვენთან ეს სხვანაირად აღიქმება.

ეს პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ამ სტრუქტურებს უნდოდათ, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული, რომელიც იქნებოდა მათ მხრიდან მართული და მარტივად შეასრულებდა იმ დავალებებს, რაც დღეს ევროკავშირში აწყობთ და რაც არის მათი გამოძახილი", - განაცხადა ზურაბ რურუამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირის მხრიდან ძალადობა თითქოსდა ხელისუფლების შენარჩუნებით და მათთვის მყარად დგომის პრინციპად ფასდება, ხოლო ჩვენთან ეს სხვანაირად აღიქმება. ეს პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ამ სტრუქტურებს უნდოდათ, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული, რომელიც იქნებოდა მათ მხრიდან მართული და მარტივად შეასრულებდა იმ დავალებებს, რაც დღეს ევროკავშირში აწყობთ და რაც არის მათი გამოძახილი“
ზურაბ რურუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ძალიან საინტერესოა, ევროკავშირის ელჩს რატომ არ აქვს რაიმე კომენტარი საკუთარ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე - ზურაბ რურუა პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები