პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება,უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანი ელჩ პაველ ჰერჩინსკის ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულია, საქართველოში კი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს თავისუფლებისთვის მებრძოლად წარმოაჩენენ.

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება,უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს
იმედინიუსი

ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობა.

„ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ თავს დაესხას საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს და ეს უპასუხოდ დავტოვოთ.

ბატონი ელჩი [პაველ ჰერჩინსკი] საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი და ანალოგიური ქმედების ჩამდენი საფრანგეთში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი, რომელიც უნდა გასამართლდეს მკვლელობის მცდელობის მუხლით. მე ვეთანხმები ამ შეფასებაში, ნამდვილად სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლეს, მაგრამ ჩვენთან რატომ არ არის ასე? ევროპაში მიმდინარე აქციები რომ ფასდება ძალადობრივად აქციებად, რომ ამბობენ არ შეიძლება თავდასხმა პოლიციელებზე, სახელმწიფო შენობებზე, ჩვენს შემთხვევაში რატომ ამბობენ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქციები? რამდენიც არ უნდა ისაუბროს ელჩმა, დღეს ჩვენი მოქალაქეები თეთრს და შავს ძალიან კარგად ასხვავებენ, ამდენი რაღაც გამოვიარეთ, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები