პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა, როგორც კრიტიკული, ასევე, არაკრიტიკული შეუსაბამობები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისიდან ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. თბილისში ჩატარებული შემოწმებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსგავსი ობიექტის შემოწმება იგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა, როგორც კრიტიკული, ასევე, არაკრიტიკული შეუსაბამობები
ინტერპრესნიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა, ჰიგიენური ნორმებისა და სხვა რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები" - სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტებს ამოწმებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები