ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ და აღნიშნულ პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები არ იქნება გამოყენებული.

ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ
ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენრუსთავი 2

ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ.

ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვისა და მოთხოვნების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისათვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ცხოველთა დამცველებთან და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან.

იმისათვის, რომ ვეტერინარულმა დაწესებულებებმა შეფერხების გარეშე შეძლონ არაიდენტიფიცირებული მიუსაფარი (უპატრონო) და მიკედლებული ცხოველების მომსახურება, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, 2027 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს არ გამოიყენებს.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა შესაძლებლობას მისცემს დარგის წარმომადგენლებს, ეტაპობრივად მოიყვანონ საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

აღნიშნული საკითხის საბოლოო დარეგულირებისა და სისტემის სრულყოფის მიზნით, ცხოველთა დამცველებთან და ვეტერინარული სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციები და ერთობლივი მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა, როგორც კრიტიკული, ასევე, არაკრიტიკული შეუსაბამობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები