ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

პრემიერლიგის მე-8 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთთან“ 0:3 განადგურდა და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულის დისტანციაზე, მე-16 ადგილზე აღმოჩნდა.

პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე რაიანმა გახსნა. 43-ე წუთზე მარკუს ტავერნიემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში კვლავ "ალუბლები" აქტიურობდნენ და 71-ე წუთზე "ბორნმუთის" ფორვარდმა ევანილსონმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლოს პრემიერლიგის მატჩში 30 აგვისტოს მოიგო, მას შემდეგ კი მაიკლ კერიკის გუნდი 3 ქულის მოპოვებას ვერ ახერხებს.

"წითელი ეშმაკები" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები