პროკურორი თამარ იაკობიძე: საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, შს ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს სუს-ის ფუნქციაა.

საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა, - განუცხადა „იმედის კვირას“ პროკურორმა თამარ იაკობიძემ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ასევე დაიკითხნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები და მათ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა მათთან.
„აქვე აღსანიშვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა", - აღნიშნა პროკურორმა.
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის ჩვენებას, პროკურორის თქმით, ცქიტიშვილის ჩვენება ვერ გახდება იმის მტკიცებულება, რომ გიორგი გახარიამ საგუშაგოს აღმართვის ფაქტი შესაბამის უწყებებთან შეათანხმა.
„პირველ რიგში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ წარმოადგენს საოკუპაციო ხაზთან უსაფრთოხების პოლიტიკის განმსაზღვრელი ფუნქციის მქონე სამინისტროს. ასევე თავად მაია ცქიტიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მან საგუშაგოს აღმართვის ფაქტი მხოლოდ მისი მოწყობის შემდეგ შეიტყო", - განაცხადა პროკურორმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„აქვე აღსანიშვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას, შესაბამისად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა“
„პირველ რიგში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ წარმოადგენს საოკუპაციო ხაზთან უსაფრთოხების პოლიტიკის განმსაზღვრელი ფუნქციის მქონე სამინისტროს. ასევე თავად მაია ცქიტიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ მან საგუშაგოს აღმართვის ფაქტი მხოლოდ მისი მოწყობის შემდეგ შეიტყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…