პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესორი პასკალ ლოტაზი: როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია, ნათელია, რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას

პროფესორ პასკალ ლოტაზის განცხადებით, „ევრონიუსის“ მიზანი პრემიერ ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა იყო და დასავლური მედია ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ნარატივს ავრცელებს.

პროფესორი პასკალ ლოტაზი: როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია, ნათელია, რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას
იმედინიუსი

როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია ნათელია რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტაზმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე საუბრისას.

მისი თქმით, დასავლეთში ბევრი მედიასაშუალება გარკვეული ნარატივის გავრცელებას ცდილობს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ეს არ არის მხოლოდ „ევრონიუსი“. „ფრანს 24“, BBC, „დოიჩე ველე“, მათი ნარატივი შემდეგია, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიულია, რომ მას არ ადარდებს ადამიანთა უფლებები, რომ ის პრორუსულია, ეს არის მათი ნარატივი. სინამდვილეში კი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს, საქართველო საკუთარ გზაზე დგას. ასე რომ, როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია ნათელია რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა. საქმე გვაქვს, არა გულწრფელ სურვილთან რომ გაშუქდეს ვითარება დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე, არამედ ეს ემსახურებოდა მათივე ნარატივისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნას. ევროპული მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ ამით არის დღეს დაკავებული და სწორედ იგივე სცადეს საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ.

შესანიშნავი იქნებოდა თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, ბრიუსელს სურს მორჩილი თბილისი, ისეთივე მორჩილი როგორიც ფინეთი, გერმანია თუ მალტა არიან. ეს მოცემულობა ზოგიერთი სახელწმიფოსთვის მისაღებია, მცირე ზომის სახელმწიფოებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მათ უპირობოდ უნდა მიიღონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი იტყვის", - განაცხადა პროფესორმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არ არის მხოლოდ „ევრონიუსი“. „ფრანს 24“, BBC, „დოიჩე ველე“, მათი ნარატივი შემდეგია, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიულია, რომ მას არ ადარდებს ადამიანთა უფლებები, რომ ის პრორუსულია, ეს არის მათი ნარატივი. სინამდვილეში კი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს, საქართველო საკუთარ გზაზე დგას. ასე რომ, როდესაც „ევრონიუსმა“ პრემიერი კობახიძე მიიწვია ნათელია რომ მათი მიზანი პრემიერზე თავდასხმა იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა. საქმე გვაქვს, არა გულწრფელ სურვილთან რომ გაშუქდეს ვითარება დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე, არამედ ეს ემსახურებოდა მათივე ნარატივისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნას. ევროპული მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ ამით არის დღეს დაკავებული და სწორედ იგივე სცადეს საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ. შესანიშნავი იქნებოდა თუ ბრიუსელი შეეშვებოდა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით მიდგომას. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, ბრიუსელს სურს მორჩილი თბილისი, ისეთივე მორჩილი როგორიც ფინეთი, გერმანია თუ მალტა არიან. ეს მოცემულობა ზოგიერთი სახელწმიფოსთვის მისაღებია, მცირე ზომის სახელმწიფოებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მათ უპირობოდ უნდა მიიღონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი იტყვის“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იან პრაუდი ირაკლი კობახიძისა და „ევრონიუსის“ ჟურნალისტის დებატებზე: განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა ურჩი მოსწავლესავით მოპყრობოდა ქართველ პრემიერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები