პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"კობახიძის ბრიუსელური ფიასკო" - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის გამოსვლას აფასებენ

ქართული ოცნებასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

ირაკლი კობახიძის ბრიუსელურ გამოსვლას ექსპერტებმა მმართველი პარტიის პოლიტიკური ფიასკო უწოდეს და განაცხადეს, რომ მან ევროკავშირის მიმართ ხელისუფლების პოზიცია ვერ დაასაბუთა. მათი შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა.

"კობახიძის ბრიუსელური ფიასკო" - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის გამოსვლას აფასებენ
TV პირველი

ირაკლი კობახიძის ბრიუსელურ ვიზიტს და „ევრონიუსის“ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს მწვავე შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კობახიძემ ვერ შეძლო ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიციის დასაბუთება და საერთაშორისო აუდიტორიას კიდევ ერთხელ დაანახა ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა. მათი შეფასებით, ბრიუსელში გამართული ინტერვიუ მმართველი პარტიის მორიგი პოლიტიკური ფიასკო იყო

ყველამ დაინახა თუ რამდენად უსუსურია და რამდენად არარსებულია მათი არგუმენტაცია ევროკავშირთან მიმართებით, თუ რამდენად იტყუებიან, როდესაც ამბობენ, თითქოს ევროკავშირია მათთან დამნაშავე. ისინი კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ როგორც სრულიად უარგუმენტო, სრულიად სუსტი პოზიციის მქონე პარტია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რაღაც ფორმით მაინც მდგომარეობა ოდნავ გამოეყვანა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გააკეთა ყველაფერი იმის საჩვენებლად, რომ რეალურად, "ქართული ოცნება" წარმოადგენს ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე კი მიიჩნევს, რომ კობახიძის ბრიუსელური გამოსვლა ევროპული აუდიტორიის დარწმუნებას არ ემსახურებოდა. მისი შეფასებით, ვიზიტის მთავარი მიზანი შიდა პოლიტიკური მხარდამჭერებისთვის ხელისუფლების გზავნილების გამეორება იყო.

კობახიძე ჩავიდა ბრიუსელში იმისთვის, რომ მოეყოლა იგივე ტყუილები, რასაც იგი და მისი პროპაგანდისტული არხები ყოველდღიურად აცხადებენ საქართველოში და რითაც ატყუებენ ქართულ მოსახლეობას, რომლის დიდი უმრავლესობაც, ცხადია, არ ტყუვდება. მითუმეტეს, არ მოტყუვდა ბრიუსელი. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არის, უბრალოდ, პროპაგანდისტული ილეთი გათვლილი არა იმდენად ევროპული საზოგადოებისთვის, რამდენადაც ისევ და ისევ ადგილობრივი ქოცებისთვის, რომლებისთვისაც ყველაფერი, რასაც კობახიძე იტყვის, აღმაფრთოვანებელია. ეს არის აბსოლუტურად იზოლაციაში მყოფი მატყუარა რეჟიმი, რომელიც თავის სასტიკ მეთოდებს ასაღებს როგორც საუკეთესო დემოკრატიას, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი კობახიძის გამოსვლას პოლიტიკურ ფიასკოს უწოდებს. მისი განცხადებით, ინტერვიუმ ნათლად აჩვენა, რამდენად აცდენილია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ევროპულ რეალობას.

"ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა იმდენად არაადეკვატურია, რომ მისი დაცვა ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. ირაკლი კობახიძემ ინტერვიუმ ძალიან ნათლად აჩვენა უკვე ევროპულ საზოაგდოებას თუ რამდენად არაადეკვატური და აცდენილი რეალობას არის "ქართული ოცნება" და შესაბამისად, იმ ფიასკოების სიას, რომელიც იყო ირაკლი ღარიბაშვილი გლობზეკის ფორუმზე, ახლა დაემატა ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, - ამბობს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ ბრიუსელში "ევრონიუსის" ფორუმზე იმყოფებოდა, სადაც მედიის კითხვებს უპასუხა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები