პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაპოროჟიეს აეს-ი წლის დამდეგიდან მე-16-ჯერ დარჩა გარე კვების გარეშე

ზაპოროჟიეს აეს-ი წლის დამდეგიდან მე-16-ჯერ დარჩა გარე კვების გარეშე
რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წლის დამდეგიდან მე-16-ჯერ დარჩა გარე კვების გარეშე.

როგორც უკრაინის ერეგეტიკული კომპანია „ენერჰოატომი“ იტყობინება, შაბათს, გვიან ღამით, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კვება ბოლო მოქმედი 330 კვ-იანი ხაზიდან, „ფეროსპლავნაია-1“-დან, რომელიც უზრუნველყოფდა მის კავშირს უკრაინის ენერგოსისტემასთან. სადგურის საჭიროებებს ამჟამად აკმაყოფილებენ სარეზერვო დიზელის გენერატორების მუშაობით.

„სადგურის უდენოდ დარჩენა კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. ბლეკაუტის რეჟიმში მუშაობა ქმნის სიცოცხლის უზრუნველყოფისა და ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემების მწყობრიდან გამოსვლის პირდაპირ რისკს დიზელის გენერატორების დაზიანების ან მათი რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა რადიაციული ავარია გამოიწვიოს“, ნათქვამია განცხადებაში.

„ენერჰოატომში“ დაამატეს, რომ „გარე კვების სისტემატური დაკარგვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის შედეგია“.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში დაიკავეს რუსეთის ჯარებმა და მას შემდეგ ის რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სადგურის უდენოდ დარჩენა კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. ბლეკაუტის რეჟიმში მუშაობა ქმნის სიცოცხლის უზრუნველყოფისა და ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემების მწყობრიდან გამოსვლის პირდაპირ რისკს დიზელის გენერატორების დაზიანების ან მათი რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა რადიაციული ავარია გამოიწვიოს“
„გარე კვების სისტემატური დაკარგვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის შედეგია“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდესწაიკითხე

უახლესი ამბები