ადვოკატთა ასოციაციას 200 ახალი ადვოკატი შეუერთდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ადაპტაციის პროგრამის 200 ახალი კურსდამთავრებული შეუერთდა, რომლებმაც პროფესიული ფიცი დადეს.

ადვოკატთა ასოციაციას 200 ახალი ადვოკატი შეუერთდა. ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა პროფესიული ფიცი დადეს.
ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მე მიხარია, რომ ადვოკატთა ასოციაციის რიგები ივსება, იზრდება ახალგაზრდა წევრებით, ჩვენ კი პროფესიული განვითარების ფერხულში მათ ვახვედრებთ განვითარებულ პროფესიას", - აღნიშნა ყანდაშვილმა.
8 ნოემბერი საქართველოში ადვოკატის პროფესიული დღეა. ასოციაციის ფორმირების საკანონდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც დღეისთვის 12 ათასამდე ადვოკატს აერთიანებს.
ციტატები სტატიიდან
„მე მიხარია, რომ ადვოკატთა ასოციაციის რიგები ივსება, იზრდება ახალგაზრდა წევრებით, ჩვენ კი პროფესიული განვითარების ფერხულში მათ ვახვედრებთ განვითარებულ პროფესიას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…