პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მომხდარი 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აიტის პრეფექტურაში წყალმომარაგება შეფერხდა, მეტეოროლოგიური სააგენტო კი მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
რადიო თავისუფლება

იაპონიაში კვირას გამთენიისას 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით Kyodo News წერს, რომ დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

აიტის პრეფექტურაში ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ხელისუფლების განცხადებით, პრეფექტურის ზოგ რაიონში წყალმომარაგების შეფერხება დაფიქსირდა. იაპონიის ტელევიზიის კადრებში ჩანდა მაღაზიების ჩამსხვრეული ვიტრინები და ქუჩებში მიმოფანტული მინის ნამსხვრევები.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კვირაში, განსაკუთრებით კი უახლოეს ორ-სამ დღეში, შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრები მოხდეს.

მიმდინარე წლის ივლისში იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა ათასობით სახლში, გზებისა და ხიდების დანგრევა, ხანძრები და შენობების ჩამონგრევა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტიბეტში მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები