თბილისში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მან განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის მეტი ქართული პროდუქცია შეიძინოს და მხარი დაუჭიროს ჩინური კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში.

საქართველოში 6 ნოემბერს ჩამოსულმა ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა 8 ნოემბერს დატოვა ქვეყანა.
8 ნოემბერს იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააცილეს.
ეს ჩინეთის ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში.
შეხვედრები ლიდერებთან
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან.
მას 6 ნოემბერს უმასპინძლეს ოფიციალურ ვახშამზე, სადაც კობახიძემ „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს“.
7 ნოემბერს ხან ჭენგმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით.
რა თქვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა
ხან ჭენგი სიტყვით გამოვიდა 7 ნოემბრის მიღებაზე და თქვა, რომ ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთა თანამშრომლობამაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.
მისი განცახდებით, ურთიერთობების „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანამ“ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის „ახალი პერსპექტივები გახსნა“.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი სავაჭრო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
მან ქართველ ლიდერებთან შეხვედრები შეაფასა, როგორც „უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი“.
„საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“, - თქვა მან.
„დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს“, - განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
აქცენტი ვაჭრობაზე
მან ბოლო წლებში ორ ქვეყაბას შორის სავაჭრო ურთიერთობების „მასშტაბის სტაბილურად ზრდაზე“ გაამახვილა ყურადღება და გამოყო შემდეგი სფეროები:
„მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე;
ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“.
ისაუბრა ჩინეთს-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და თქვა, რომ ხელშეკრულებამ „მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“.
გაიხსენა, რომ 2026 წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს.
„მზად ვართ, მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ“
„ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას“, - თქვა მან.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა“ - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მის თანახმად, მხარეებმა უნდა შექმნან „ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის“.
თბილისიდან ხან ჭენგი გაემგზავრა თურქეთში, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, 11-12 ნოემბერს დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში.

ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააცილა
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
19 სტატიაირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პრემიერი - მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა
ხან ჭენგი: შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მხარს დავუჭერთ ჩინურ კომპანიებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
პრემიერი: ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში
ხან ჭენგი: საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ხან ჭენგი – მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას
"ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ჩინეთი მზადაა საქართველოდან მეტი პროდუქცია შეიძინოს და ინვესტიციები გააფართოოს - ხან ჭენგი
კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით
ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: “ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში”
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“
„დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს“
„მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე; ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს“
„ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას“
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…