პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთი მზადაა საქართველოდან მეტი პროდუქცია შეიძინოს და ინვესტიციები გააფართოოს - ხან ჭენგი

საქართველოს მთავრობა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის განცხადებით, პეკინი მზადაა საქართველოდან მეტი პროდუქცია შეიძინოს და მხარი დაუჭიროს ჩინურ კომპანიებს ქვეყანაში ინვესტიციების გაფართოებაში.

ჩინეთი მზადაა საქართველოდან მეტი პროდუქცია შეიძინოს და ინვესტიციები გააფართოოს - ხან ჭენგი
BM.GE

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო - მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა ორ ქვეყანას შორის გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გააჩინა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ.

„მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა“, - აღნიშნა ხან ჭენგმა.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებზეც და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობისა და ქვეყნების განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მისი შეფასებით, ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, საინვესტიციო სფეროები კი მუდმივად ფართოვდება.

„მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ამავდროულად, ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“, - განაცხადა მან.

ხან ჭენგმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური მხარე მზადაა, შეიძინოს კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ხელი შეუწყოს ვაჭრობის ოპტიმიზაციას და მხარი დაუჭიროს ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მხარს დავუჭერთ ჩინურ კომპანიებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში
  5. რუსთავი 2სამთავრობოხან ჭენგი: საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
  7. რუსთავი 2სამთავრობოხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში
  8. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
  9. პირველი არხისამთავრობოჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
  10. პირველი არხისამთავრობოხან ჭენგი – მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას
  11. BM.GEოპოზიციური"ჩინურ ბიზნესს შევუქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისთვის" - კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ამავდროულად, ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები