ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება, სადაც 24 ქვეყნიდან 55 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება. დედაქალაქი კი უახლოეს დღეებში მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რადგან თბილისი 24 ქვეყნიდან ჩამოსულ 55 ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს უმასპინძლებს.
წელს მონაწილეებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, შესარჩევი ტურები მსოფლიოს სამ წამყვან სცენაზე - ვაშინგტონის, პრაღისა და უნგრეთის სახელმწიფო ოპერებში გაევლოთ. კონკურსის გრანდიოზული ფინალი და გალა კონცერტი 15 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…