ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა V საერთაშორისო კონკურსის მეორე ტური მიმდინარეობს - დასკვნითი ტური და ლაურეატების დაჯილდოება 13 ნოემბერს გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „OPERA CROWN“-ის მეორე ტური მიმდინარეობს, ფინალი და დაჯილდოება კი 13 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "OPERA CROWN" თბილისის ვოკალისტთა V საერთაშორისო კონკურსის მეორე ტური მიმდინარეობს. ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები და მენეჯერები არიან.
დასკვნითი ტური და ლაურეატების დაჯილდოება 13 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.
15 ნოემბერს კი, პირველად OPERA CROWN-ს ისტორიაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება საზეიმო, შემაჯამებელი გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის გამარჯვებულები და წინა წლების ლაურეატები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…