პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები „დაკარი 2026“ საზეიმოდ გაიხსნა

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

სენეგალში ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები „დაკარი 2026“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც საქართველოს სახელით სპორტის 9 სახეობაში 13 სპორტსმენი იასპარეზებს.

ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები „დაკარი 2026“ საზეიმოდ გაიხსნა
იმედინიუსი

სენეგალში აბდულაი ვადეს სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „დაკარი 2026-ის“ გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ - მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.

გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზებს 13 სპორტსმენი.

დაკარში იასპარეზებენ:

ფარიკაობა - გიორგი ურუშაძე;

მშვილდოსნობა - დავით ბასილაძე;

უშუ - გვანცა ქარჩავა;

ცურვა - ანასტასია მიქელაშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი, დაჩი მესხიშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი;

კრივი - ემილ ისმაილოვი - 55 კგ;

ტაეკვონდო - შოთა ზედგენიძე - 63 კგ;

ძიუდო - ვაჟა გენგაშვილი - 81 კგ;

ქვიშის ჭიდაობა - დავით მძევაშვილი - 60 კგ, ლუკა მახარაძე - 70 კგ, ბოგდან კვანტალიანი - 80 კგ, ნურადინ მუსტაფაევი - 90 კგ;

მძლეოსნობა - ნინო გოგიტიძე - 200 მ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
შოუ The Block-ში კორტნიმ და სევმა რეკორდული 1,87 მილიონი დოლარი მოიგესწაიკითხე

უახლესი ამბები