ისრაელის პრეზიდენტი გადი ეიზენკოტს ახალი მთავრობის ფორმირების უფლებას აძლევს
ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს ბენიამინ ნეთანიაჰუს ნაცვლად ოპოზიციის ლიდერ გადი აიზენკოტს გადასცემს, რომელსაც ქნესეთის 67-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს არა ბენიამინ ნეთანიაჰუს, არამედ ოპოზიციის ლიდერსა და პარტია Yashar-ის თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს გადასცემს.
ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება. ამ გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავად აიზენკოტსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უქმეებზე გამართულ შეხვედრებზე უკვე აცნობა.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნებიდან კვირა-ნახევრის შემდეგ, გადი აიზენკოტის კანდიდატურას მხარი ქნესეთის 67-მა წევრმა დაუჭირა. მანდატის ოფიციალურად მიღების შემდეგ, პარტიის ლიდერს მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად 28 დღე ექნება. თუ ის დაკისრებულ მისიას დადგენილ დროში ვერ შეასრულებს, აიზენკოტი ვადის დამატებით 14 დღით გახანგრძლივების მოთხოვნას შეძლებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…