პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია და ის საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა 236 მილიონი დოლარით.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
იმედინიუსი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.

„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
  2. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი
  4. BM.GEოპოზიციურიჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს - მარიამ ქვრივიშვილი
  5. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები