სპორტი · 8 ნოემბერი, 00:53
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ლავალი“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მატჩში 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლავალი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: Sofascore 6.9, Flashscore 6.5.
„სენტ-ეტიენი“ 28 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ნანსის“ 3 ქულით უსწრებს და 21 ნოემბერს „რეიმსს“ ესტუმრება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ლავალი 2:0
გოლები: 1:0 კარდონა (45+1), 2:0 ბრეუმი (50)
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…