აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ლიგა 2-ის მეათე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ სტუმრად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ „დიუნკერკს“ ვერ მოუგო და მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.

ლიგა 2-ის მეათე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „დიუნკერთან“ ქულები გაიყო - 1:1.
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველ ჟორდან მორელის გაძევების გამო, მასპინძლები 61-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და ამის შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
სტუმართა გუნდის შემტევმა გიორგი აბუაშვილმა 81-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Flashscore 6.3, Sofascore 6.0.
„მეცი“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მე-8 ადგილზეა და 30 ოქტომბერს „პოს“ უმასპინძლებს.
დიუნკერკი. „მარსელ ტრიბიუ“
დიუნკერკი - მეცი 1:1
გოლები: 0:1 ფალი (9), 1:1 სანგანტე (65)
გაძევება: მორელი (61, დიუნკერკი)
გამოუყენებელი პენალტი: სანგანტე (65, დიუნკერკი)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…