ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თელავში გამართულ მეორე ამხანაგურ მატჩში ლიბანის ნაკრები 2:1 დაამარცხა. გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ და ჯანიკო გიორგაიამ გაიტანეს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.
თელავის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ და ჯანიკო გიორგაიამ გაიტანეს.
საქართველოსა და ლიბანის ნაკრებებს შორის 5 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 1:0 მოიგო.
ლიბანის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრები ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი პროცესის ნაწილი იყო.უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი 24 თებერვალს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად და 2 მარტს, იტალიასთან საკუთარ მოედანზე გამართავს.
NAKREBI.GE
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…