იტალია 3:2 საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში იტალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართა.
რენდეში ჩატარებული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გოლები ჯანიკო გიორგაიას და ვახტანგ კეკელიას ანგარიშზეა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, კოსოვოს წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მეინ რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ავთანდილ ასათიანის გუნდი 2 მარტს, იტალიასთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.