პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თელავში ლიბანის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. შეხვედრები 5 და 7 ნოემბერს გაიმართება და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის თქმით, ეს მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოიყენება.

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
სპორტალი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიბანთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი შეკრებას თელავში გადის, სადაც 5 და 7 ნოემბერს ლიბანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, და ფეხბურთელებმა, ალი ასლანიმ და ლევან სვანიძემ ისაუბრეს.

ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, მსურს თელაველებს ვთხოვო მხარდაჭერა. ძალიან კარგი დარბაზი გვაქვს და მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამოვედით. უკვე ორი დღეა, თელავში ვიმყოფებით და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა, ამიტომ ლიბანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრები ჩვენთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპი იქნება.

სამწუხაროდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა მათ ახალგაზრდა მოთამაშეები ჩაანაცვლებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და შევარჩიოთ ის ტაქტიკა, რომელიც საკვალიფიკაციო მატჩებში დაგვჭირდება.“

ალი ასლანი (ფუტსალის ნაკრების წევრი): „ვემზადებით ლიბანის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი თამაშებისთვის. საინტერესო შეხვედრები გველის. ლიბანი აზიის დონეზე საკმაოდ კარგი გუნდია. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე“.

ლევან სვანიძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): „ეროვნული ნაკრების მაისურით ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრები იქნება. ვეცდებით, ეს მატჩები მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ, რადგან უკვე თებერვალში გადამწყვეტი ოფიციალური შეხვედრები გველის. სამწუხაროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ამავე დროს გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც მათ ჩანაცვლებას შეეცდებიან. მაქსიმალურად კარგად ვემზადებით და ორივე მატჩის მოგება გვსურს“.

5 ნოემბერს, საქართველოსა და ლიბანის ფუტსალის ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 7 ნოემბერს - 14:00 საათზე. ორივე მატჩზე დასწრება უფასოა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), გეგა კოშაძე (თსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ფარცვანია (გომელი, ბელარუსი), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ)

მატჩების განრიგი | თელავის სპორტის სასახლე

5 ნოემბერი | საქართველო - ლიბანი | 19:00

7 ნოემბერი | საქართველო - ლიბანი | 14:00

NAKREBI.GE

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალურიფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები